www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:26 05.07.2016
დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი ავსტრიელ დეპუტატს დაუჭირა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ხმა მივეცი კრისტინა მუტონენის კანდიდატურას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღო.

უსუფაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესების და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში.

„მართალია, ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ეუთოში დამკვიდრებული პრაქტიკა, ამიტომ კონკრეტულად არჩევნებთან და საარჩევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევებში. მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული“ ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესია თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ავსტრიელი ვიცე-სპიკერი. ეს კარგი იქნება ეუთოსთვის და კარგი იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად გიგი წერეთელი, იმედი მაქვს, ამის გამო შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ თავიანთი განწყობების გამოხატვას ისეთი ფრაზეოლოგიით, რომელიც დააზარალებს საქართველოს და არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წარმატებას უსურვებს ავსტრიელ კანდიდატს. თუმცა, თუ სხვა გაიმარჯვებს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ცივილური ფორმებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გიგი წერეთლის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ეჭვქვეშ დააყენებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ობიექტურობას.

„მე ყველას ვუსურვებ, რომ ცოტა უფრო ღრმად გაერკვნენ სიტუაციებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმიტომ, რომ მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი გიგი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი იმიტომ, რომ როცა პარტიული პოზიცია უკავია ადამიანს, მას შეუძლია და უნდა იყოს მიკერძოებული, როცა ინსტიტუტის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, დამატებითი ბარიერები უჩნდება. ამიტომ აქ ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება მიშა სააკაშვილს, არასწორია. პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ცოტა მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე. ამასთან, ყველა ვცდებით ხანდახან, შეიძლება ახლა მეც ვცდები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0743
EUR3.6138
GBP4.0061
RUB4.1709
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia