www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:33 05.07.2016
ირაკლი სესიაშვილი - მე კანონი არ დამირღვევია
თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული, - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ახმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე გაკეთებული შეფასებების ავტორებს, რომლებიც ირაკლი სესიაშვილს ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის” დარღვევასა და სახელმწიფოსთვის ზიანის შემცველი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ტერორისტებთან ბრძოლაა საჭირო და არა მათი დაცვა. 

”პირველ რიგში, ვისაც სურვილი აქვს, რომ სიტუაციაში გაერკვეს, კარგად მომისმონოს, რასაც და როგორც ვლაპარაკობ. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ როცა მე ამ ინფორმაციას ვაჟღერებ, ამ ეტაპისთვის უკვე ჩვენმა პარტნიორებმა და სხვებმაც იციან ეს ინფორმაცია, მათ შორის ჩვენმა არაპარტნიორებმაც. ჩატაევი დღეს არის ტერორისტად აღიარებული და შესაბამისად ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ და არა დავიცვათ ისინი. თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული. აქ რაიმე კანონდარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ამიტომ სანამ ვინმე შეეცდება, ასე ვთქვათ, ვითომ სახელმწიფო ინტერესების შემცველი ინფორმაციის დაცულობისკენ მომიწოდოს, სჯობს კანონმდებლობაში და სიტუაციაში გაერკვეს. მე კანონი არ დამირღვევია, ეს ძალიან ცხადია და ვისაც ეჭვი ეპარება ვურჩევ კანონმდებლობაში ჩაიხედოს”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2746
GBP3.8572
RUB4.6197
თბილისი 0°-8°
ქუთაისი -1°-9°
ბათუმი 3°-8°
მთავარი