www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:47 06.07.2016
გიორგი მარგველაშვილი ჯონ კერის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ჯონ კერი ავლაბრის სასახლეში მიიღო. 

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

”ამერიკის სახელმწიფო მდივანთან უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, რასაც ხაზს უსვამს ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საქართველოსთვის აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაზე. იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილულ იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რომელსაც დღეს საქართველო ასრულებს. გარდა ამისა, ბუნებრივია, განხილულ იქნა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0758
EUR3.6356
GBP4.0262
RUB4.1811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-37°
ბათუმი 23°-29°
მთავარი