www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:22 07.07.2016
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხისგან დასაცავად მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განუცხადა, ზაფხულის სეზონი ძალას იკრებს. ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები; გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ დაავადებების მქონე პირები, ასაკოვნები.

„განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები. დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები შეთანხმებული უნდა იყოს მათ ექიმთან. ზოგადად უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 საათიდა 10:00 საათამდე გავიდნენ ზღვაზე და 18:00 საათის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს. რაც შეეხება ჩაცმულობას, უნდა გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი ყველაზე სასურველი იქნება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა და სათვალე ძალიან რეკომენდირებულია. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა“, - განაცხადა ლელა სტურუამ. 

მისივე თქმით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი. 

მისივე განმარტებით, ხანშიშესულებს შესაძლოა ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ მათ სველი პირსახოცი უნდა გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება. 

„ჩვენ უნდა ვერიდოთ არა მარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ“, - აღნიშნა სტურუამ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-25°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia