www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:03 10.07.2016
მაია რჩეულიშვილი - სალომე ჩარკვიანთან 20 კაცი მივიდა პროკურატურიდან და სამ ბავშვთან ერთად დაიჭირეს
წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ, - ”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განმარტებით ასეთია საქმე, რის გამოც პროკურატურამ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა. 

როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქმე ”მაგნოლიას” პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა, იქ ახლა ხალხი ცხოვრობს და გაქირავებული აქვთ ბინები. ამასთან, რჩეულიშვილის ინფორმაციით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში, შეუფარდეს გირაო და სასამართლო მორიგებით დასრულდა. 

”ბათუმში, სალომე ჩარკვიანთან 20 კაცი მივიდა პროკურატურიდან და სამ ბავშვთან ერთად დაიჭირეს და ბათუმიდან თბილისში ეტაპირებით გადმოჰყავთ. ირაკლი მინდელის დაკავების დეტალები არ ვიცი. გუკას დასაკავებლად ჩიტაძის ქუჩაზე მივიდნენ, მაგრამ გუკა გასული იყო. იმის შეგნებაც არ აქვთ, რომ ეს არის ჩემი შპს - 100%-ით და თუკი ფული დახარჯეს, ამაზე მე უნდა მეჩივლა გუკასთვის, ირაკლისთვის და სალომესთვის. აქ სახელმწიფო არაფერშუაშია. ერთს ვადასტურებ, რომ არასდროს ფული უნებართვოდ არ აუღიათ, რადგან ეს იყო ჩემი ფული, მე უნდა მეჩივლა, მე ვარ მხარე. წარმოიდგინეთ ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი მე რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ”, - აცხადებს მაია რჩეულიშვილი. 

კომპანია ”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და ამ კონტექსტში ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს. 

”საერთოდ ეს საქმე არის პოლიტიკური - არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი - აჩიკო კბილაშვილის. სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, ეტყობა მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი”, - აცხადებს რჩეულიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი