www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:55 11.07.2016
თუ 8 ოქტომბრის მერე ქვეყანა დარჩება ევროპულ გზაზე, მე დავბრუნდები თავდაცვის სამინისტროში
მე არასდროს მითქვამს, რომ ჩემი თანამდებობაზე ყოფნა-არ ყოფნის ნიშნული იყო ვარშავის სამიტი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ”იმედის დროში” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის დატოვებს მინისტრის პოსტს. 

მისი თქმით, ის ყოველთვის ამბობდა და დღესაც იგივე აზრზეა, რომ თავდაცვის სამინისტროში არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი.'

”სხვათა შორის ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომ დღეიდან ბრიუსელი იწყებს მუშაობას 2 წლის შემდეგი სამიტის მოსამზადებლად. მეც ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს. დღეიდან, ხვალ დილიდან ჩვენ უკვე ახალი საათი უნდა ჩავრთოთ 2 წლის შემდეგი სამიტის მოსამზადებლად. ჩემი სურვილი მნიშვნელოვანი არ არის, მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, იქ, სადაც ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამომდის, სადაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და წინ ბევრი კარგად გასაკეთებელი საქმეა”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

მისივე თქმით, მთავრობას ჰყავს ხელმძღვანელი და მისი გადასაწყვეტია იქნება თუ არა ის პოსტზე. ”მე შემიძლია დავრჩე მინისტრად, მე შემიძლია დღესვე წავიდე მინისტრობიდან, წავიდე 2 თვის შემდეგ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რა მოხდება 8 ოქტომბრის შემდეგ, რა ტიპის არჩევანს გააკეთებს საზოგადოება და რა ადგილს მიუჩენს პრორუსულ ძალებს და რა დოზით დატოვებს დასავლეთელ ძალებს ხელისუფლებაში. 

თუ ეს ქვეყანა დარჩება ევროპულ გზაზე, მე დავბრუნდები თავდაცვის სამინისტროში. ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, მაგრამ მე არ ვიცი რა არჩევანს გააკეთებს ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ, 8 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი და არა აქედან 8 ოქტომბრამდე ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.7946
EUR3.0291
GBP3.6266
RUB4.2607
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 6°-13°
ბათუმი 8°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia