www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:58 11.07.2016
2015 წლის მდგომარეობით, დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი გაზრდილია
2015 წლის მდგომარეობით, დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი გაზრდილია. 

ამას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებული ანგარიში ადასტურებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს. 

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს პარლამენტის წევრებმა საპატიო მიზეზით სხდომა 2199 შემთხვევაში გააცდინეს, მათ შორის ოჯახური მდგომარეობის მიზეზით 1442 გაცდენას ჰქონდა ადგილი.  ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 65-ით არის გაზრდილი. 

ანგარიში მოიცავს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, კომიტეტებისა და ცალკული დეპუტატების საქმიანობის შეფასებას.

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის, 326 მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი, 1601 დადგენილება, ასევე რატიფიცირებული იქნა 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია. 

2015 წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, როცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

2015 წელს პარლამენტში ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის, 19 რიგგარეშე სხდომა, ასევე, კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129 სხდომა და კომიტეტების 668 სხდომა. ამავე დოკუმენტით 2015 წელს სამივლინებო ხარჯებზე დაიხარჯა 1 513 385.63 ლარი. მივლინებაში იყო პარლამენტის 98 წევრი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2537
EUR3.8267
GBP4.1787
RUB4.285
თბილისი 15°-22°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia