www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:32 12.07.2016
"ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა"
ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებაში. 

გიგლა აგულაშვილის თქმით, მან პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს „რესპუბლიკური პარტია“ და დარჩეს გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. 

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, - ნათქვამია გიგლა აგულაშვილის განცხადებაში.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისად, მთავრობაში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე რჩება და „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4801
GBP3.889
RUB4.4615
თბილისი 12°-25°
ქუთაისი 16°-24°
ბათუმი 16°-19°
მთავარი