www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:34 12.07.2016
პროკურორი - გურამ რჩეულიშვილს ოფიციალურად საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს
"ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორის მერაბ ჯერანაშვილის ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს . ამის შესახებ ჯერანაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პროცესზე მოსამართლემ ე.წ. „ბათუმის მაგნოლიას“ საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის მაია და გურამ რჩეულიშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდათ. 

„გურამ რჩეულიშვილი ამ ეტაპზე დაკავებული არაა და ოფიციალურად რაც ვიცით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ აქვს გადაკვეთილი. არაოფიციალურად შეიძლება გადავიდა და აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით საქართველოში იმყოფება ის თუ არა“, - აღნიშნა პროკურორმა. 

მერაბ ჯერენაშვილის თქმით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განჩიების საფუძველზე გურამ რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდება. პროკურორი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

 „სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად სამართლიანი, ვინაიდან არსებობდა ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ ის, რომ ოთხივე ბრალდებულის მიმართ არსებობდა მიმალვის საფრთხე, გურამ რჩეულიშვილი საერთოდ ემალება გამოძიებას და არ გამოცხადდა ამ ეტაპამდე როგორც საგამოძიებო ორგანოში და ასევე სასამართლოში. მაია რჩეულიშვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს წაყენებული ბრალის საფუძველზე სასამართლოს მიერ უკვე შეფარდებული აქვს გირაო, კვლავინდებურად აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას. ამ ახალი გამოძიების ფარგლებში იყო მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტები“, - განაცხადა მერაბ ჯერენაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9354
EUR3.2583
GBP3.5589
RUB4.4507
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia