www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:38 13.07.2016
"კვირიკაშვილი დიდი "ქართული ოცნების" ლიდერი იქნება, უსუფაშვილი- ყოჩაღი "რესპუბლიკელების"

„ჩვენი მინისტრები, საქმისთვის ზიანის მიუყენებლად პორტფელებს ახალ ხალხს გადააბარებენ, მე კი პრემიერთან ძალიან მჭიდრო კოორდინირებულ საქმიანობას ისევ გავაგრძელებ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „2030“-ში განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის და პრემიერი მონდომებულები არიან, ქართველ ხალხს, მათ შორის, სკეპტიკოსებს, დაუმტკიცონ, რომ კონკურენციის პირობებში საერთო საქმის კეთება შესაძლებელია. 

„გიორგი კვირიკაშვილი დიდი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება, დავით უსუფაშვილი კი - მომცრო, მაგრამ ყოჩაღი „რესპუბლიკური პარტიის“ლიდერი. მე და გიორგი კვირიკაშვილი მონდომებული ვართ და ქართველ ხალხს, მათ შორის, სკეპტიკოსებსაც დავუდასტურებთ, რომ დიახ, შესაძლებელია კონკურენცია და კონკურენციის პირობებში საერთო საქმის ერთად კეთება. ეს მრავალპარტიული დემოკრატიის ანი და ბანია. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ კოალიციის ნელ-ნელა ჩამოშლა არასწორი იყო და სწორი იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი გეგმა, რომელიც სამწუხაროდ, მერე ნელ-ნელა შეიცვალა. 

ის ამბობდა, რომ მოვიდოდა, პარტიას შექმნიდა და “რესპუბლიკელებთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ, ამ სამეულის შენარჩუნება საქართველოს ძალიან სასიკეთოდ წაადგებოდა. “ქართულ ოცნებასთან” ერთად ძალიან სერიოზული გზა გავიარეთ, ბევრი ოფლი დავღვარეთ და საფუძველი ბევრ საქმეს ერთად ჩავუყარეთ. ჩვენ და “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნების შემდეგ ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ. მზად ვართ, იმ ადამიანებთან სათანამშრომლოდ, ვისთანაც პროგრამული და იდეური ერთობა გვექნება. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს განახლებას “ქართული ოცნება“,- აღნიშნა უსუფაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი