www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:26 18.07.2016
,,ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს.

"გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს. 

აქციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი მართავს. პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა. საქველმოქმედო აქციაში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არიან ჩართულები.

სამწუხაროდ ძალიან ბევრ  ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვებს. დონორთა მიერ გაღებული სისხლი ბევრ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გაანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.

"ლუდსახარში  "ზედაზენი’’ უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს. გვჯერა, რომ სიკეთე არის გადამდები და ჩვენ ერთად გადავარჩენთ მომავალს."-განაცხადა ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ლევან შერმადინმა.

 ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლები ერთხმად აღნიშნავენ რომ, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8608
EUR3.2107
GBP3.5551
RUB4.5529
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 18°-30°
ბათუმი 20°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia