www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:14 21.07.2016
ბათუმს ახალი სტადიონი მალე ექნება
ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ქალაქს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება“ - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

მინისტრი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. რამაზ ბოლქვაძეს დეტალური ინფორმაცია შპს „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა მიაწოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა პროექტში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს ახალი დავალებები მისცა და სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა. 

„ძალიან კარგად ვხედავ, რომ სტადიონის მშენებლობას უამრავი სპორტსმენი, ფეხბურთის გულშემატკივარი, თუ ჩვენი უბრალო თანაქალაქელი დიდი ინტერესით ელოდება და მათი ეს სურვილი მინისტრის რანგში ჩემს მიერ მოსახლეობასთან გამართულ ყველა შეხვედრისას იკვეთება. 

დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად გავეცანი პროექტის მიმდინარეობის პროცესს და მინდა აღვნიშნო,რომ სამუშაოები ამ კუთხით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მოწონებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ტექნიკური და სამშენებლო ნებართვების სააგენტოს მიერ. შემდგომი ეტაპი საზედამხედველო კომპანიის შერჩევის მიზნით ელექტრონულ ტენდერს მოიცავს,რის შემდეგაც უკვე სტადიონის მშენებლობის ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება. 

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით აშენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ

სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-20°
ქუთაისი 10°-15°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia