www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:23 25.07.2016
ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტი მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვდა.

მარგველაშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფოტრმაცია

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გასაკვირი არ ღამოჩნდა, რადგან, მისი განმარტებით, ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრის სახლი ყოველგვარი სასამართლო დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს. მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა მისი ოჯახის წევრზე. პრეზიდენტის შეფასებით, არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა. ოჯახის წევრის ვინაობა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. 

"სამწუხაროდ მინდა მოგახსენოთ, რომ მე ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია რეალურად. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. მე კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხ გაცემული.

"კორცხელის შემთხვევა, მე იმაზეც ვისაუბრე, რომ მისცემს გარკვეულ ტენდეციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ უნდა ძალიან ნათელი პასუხი გავცეთ, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, აგრეთვე ჩნდება ტენდეციები უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის შეხვდება პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა არჩევნების პროცესი იყო სამართლებრივი, მშვიდი და დემოკრატიული.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia