www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:30 26.07.2016
„სამართლიანი არჩევნები“- სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3 ფაქტი გამოვლინდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის თანახმად, 1-დან 18 ივლისის პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2 ფაქტი, - ამის შესახებ საუბარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც 1 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდს, ასევე იმ მოვლენებს მოიცავს, რომელთა განვითარება 1 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აცხადებს, წინასაარჩევნო კამპანია საანგარიშო პერიოდში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავად პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები ფართომასშტაბიან შეხვედრებს ამომრჩევლებთან იშვიათად მართავენ. ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - ორი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების -სამი, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის- 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2 ფაქტი. ანგარიშში ასევე საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე.

„მართალია საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. სამართლიანი არჩევნებისთვის საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტის დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი“, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას, ამ კონტექსტში ანგარიშში დასახელებულია საკრებულოს წევრის, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის რიმა ბერიძის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით პედაგოგებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აჭარაში ლევან ვარშალომიძის მიერ ამომრჩევლებთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება. „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნეგატიურ ფორმას წარმოადგენს.

როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების სამი შემთხვევა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში დაფიქსირდა და ყველა გათავისუფლებული სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად პოლიტიკურ კუთვნილებას ან შეხედულებას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში სოციალური ქსელის ფეისბუქის გამოყენებით ეწევიან აგიტაციას, რაც გამოიხატება პარტიების აქტივობასთან დაკავშირებული პოსტების, ფოტოების, ვიდეოების გაზიარებით, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით ორჯერ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

ასევე ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა ბაღდათში, როდესაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე დაფიქსირდა აგიტაცია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა არ განხორციელებულა, მათ შორის საარჩვენო სისტემისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 გრძლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მათივე თქმით, ეს ყველაფერი ხორციელდება „აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოსა“ და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia