www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:39 27.07.2016
შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ. მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. იარაღზე და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა”, - განაცხადა პერტაიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულს გარდაცვლილებთან და ასევე არ სახელდება დანაშაულის ჩადენის მოტოვი.

თეა პერტაიას თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia