www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:27 03.08.2016
გიგლა ბარამიძე - ნორმალურ ქვეყანაში ხიდაშელი უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული
ნორმალურ ქვეყანაში ხიდაშელი უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული, - ასე ეხმაურება ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის უკანონოდ გაცემის საკითხზე ყოფილი მინისტრის, თინა ხუდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც გიგლა ბარამიძე აცხადებს, თინა ხიდაშელი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სტრატეგიულ თანამდებობებზე ინიშნებიან ადამიანები, რომელთა გაცხადებული პოზიცია ე.წ. ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით მხოლოდ ფარსი და ფასადია.

”სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში სტრატეგიულ თანამდებობებზე ინიშნებიან ადამიანები, რომელთა გაცხადებული პოზიცია ე.წ. ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით მხოლოდ ფარსი და ფასადია, სინამდვილეში კი ისინი არქაული აზროვნების და ორმაგი სტანდარტის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორივე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამის ნათელი დადასტურებაა. ჯერ იყო და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თანამდებობიდან მოხსნისთანავე გააკეთა განცხადება, რომ მისი გაშვებით ქვეყანამ თურმე ორიენტაცია შეიცვალა, ახლა კი თინა ხიდაშელმა განაცხადა კაბინეტიდან გამოსვლისთანავე, რომ ქვეყანა ნეობოლშევიზმს უბრუნდება.ამას ისიც დაემატა, რომ თურმე ქალბატონი ხიდაშელი სახლში ხელცარიელი არ წასულა და პირდაპირი ეთერით აცხადებს, რომ მას გააჩნია დოკუმენტაცია, რომელსაც გარკვეულ შემთხვევაში გაასაჯაროვებს. ესეც მისი ევროპული აზროვნება და ფასეულობები.

გამაოგნებელია, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, ნაცვლად შესაძლო დანაშაულის მხილებისა და შესაბამისი ორგანოებისათვის მტკიცებულებების გადაცემისა, ყოფილმა მინისტრმა სახლში წაიღო დოკუმენტაცია და ახლა მას პოლიტიკური თუ სხვა სახის შანტაჟისათვის იყენებს.

ამ განცხადების შემდეგ, ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ ქალბატონ თინას, ან სხვა ყოფილი თანამდებობის პირებს სახლში არ აქვთ წაღებული კიდევ უფრო სერიოზული, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ინფორმაცია ე.წ. „დელტას“ წევრების, მათი ბრალეულობის თუ უდანაშაულობის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია და საერთოდ არ ვიცით, რაზეა საუბარი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ გამაოგნებელ განცხადებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის პირდაპირ ეთერში მიიტანს მამხილებელ დოკუმენტებს, რომელიც თურმე არავისთვის სასიამოვნო არ იქნება.

ეს გახლავთ ნათელი დადასტურება „ქართული ოცნობის“ სრული უსუსურობის, არაკომპეტენტურობის, გამოუცდელობის და არაადექვატურობის, თორემ გარწმუნებთ, ასეთი განცხადების შემდეგ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში დღეს უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული თავდაცვის ყოფილიმინისტრი,”-განაცხადა გიგლა ბარამიძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia