www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:33 04.08.2016
”ქართულმა ოცნებამ“ ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ ”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” რუსთავში, ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ პაატა მხეიძე იქნება. ამჟამად პაატა მხეიძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილია გიორგი ბეგაძე. გიორგი ბეგაძე ეკონომიკის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია. 

წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი. კახა ოქრიაშვილი პარლამენტის დეპუტატია.

ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება გოგა მეშველიანი. ის ამჟამად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელია. 

გარდაბანში ”ქართული ოცნების კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი. მირზოევი გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში. ახლა კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ეროვნული უმცირესობების საკითხებში. 

თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი. ის იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილების უფროსი.

მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას. რუსლან გაჯიევი მარნეულის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელია.

მარნეულის 36-ე ოლქში წარდგენილია თამაზ ნავერიანის კანდიდატურა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორია. 

პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს რუსთავში წარადგინა. კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას თავად წარუდგინა.

პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა -მთიანეთსა და შიდა ქართლში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9682
EUR3.298
GBP3.8242
RUB4.638
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia