www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:14 08.08.2016
თამაზ მეჭიაური რუსეთსა და აშშ-ზე - ისიც ოკუპანტია და ისიც
აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდების სისხლი დიდწილად მიხეილ სააკაშვილზეა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. 

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი ხანია დაწყებულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს მოვლენებს, მეჭიაურის განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომ „ამ დაპირისპირებებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა უძღოდა წინ“. 

„კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ სრულად აკონტროლებდა ცხინვალიდან დაწყებული ყველა დასახლებულ პუნქტს და რამდენიმე ხანში უკვე მთლიანად ცხინვალის რეგიონს გაათავისუფლებდა. ეს რიტორიკა ყველას გვახსოვს. კი ბატონო, რუსეთი აგრესორია და გამოიყენა მშვენივრად ეს სიტუაცია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რომ დიდწილად ამ ახალგაზრდების სისხლი მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც. ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ჩვენ უნდა გვეყოს ტვინი, რომ სხვისი ზრახვების განხორციელების საშუალებად არ გადავიქცეთ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia