www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:10 09.08.2016
მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ აჭარაში გატარებულ რეფორმებს იხსენებს.

მისი თქმით, ბათუმში რაც გაკეთდა ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. მიხეილ სააკაშვილი პირდება აჭარის მოსახლეობას, რომ მათ გადაუწყვეტს დასაქმების, ფინანსურ და სხვა პრობლემებს.

”ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო უფროსო თაობავ, ჩემო აჭარლებო. გულის ფანცქალით ვადევნებ თვალს ყველაფერს რაც ხდება და ასევე გულის ფანცქალით ველოდები ფეხის დადგმას საქართველოსა და, რა თქმა უნდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარის მიწაზე. ლევანის ჩამოსვლა არა მხოლოდ დიდი მოვლენა იყო ლევანისთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის, არამედ მათ ჩემი გულის ნაწილი გამოვატანე მას. 2004 წელს რომ არა თქვენი გმირობა და თავდადება, ჩვენ ვერ დავიბრუნებდით აჭარას. ბათუმში ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ჩვენ კიდევ წინ გვაქვს ბევრი რაღაცა ძალიან მაგრად გაკეთდა. უბრალოდ ბევრად მეტი უნდა გვემუშავა ხალხთან, ბევრად მეტი მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული მცხოვრების, თითოეული ქობულეთელის, ბათუმელის, ხელვაჩაურელის, შუახეველის, ქედელის, ხულოელის, თითოეული თვენგანის მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო ყოველივე ეს და გაკეთდება კიდეც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გადავწყვეტთ ბანკების ვალების პრობლემასაც, იმის პრობლემასაც, რომ თუ ვიღაცის ნათესავი არ ხარ წინსვლა არ გაქვს და სხვა მხრივ პრობლემებს გიქმნიან, იმის პრობლემასაც, რომ დანაშაული გაიზარდა. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელსა და ხეირს. ამისთვის არის იქ ლევანი, ამისთვის ვიქნები მანდ მე თქვენთან ერთად. თქვენ არ დაგჭირდებათ თურქეთში გადასვლა პატარ-პატარა შემოსავლის მისაღებად, იმდენი შემოსავალი გვექნება ბათუმში, იმდენი ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება ბათუმში, ქობულეთში, აჭარის მთაში, რომ არსად წასვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. ჩვენ მარტო სეზონზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, იმიტომ ვაშენებდით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იმიტომ ვაშენებდით საავადმყოფოებს, იმიტომ ვაშენებდით ფინანსურ ცენტრებს, რომ მთელი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გექნებათ სამსახური და მაღალი შემოსავალი. არ იყოთ დამოკიდებული სეზონურ რყევებზე, არ იყოთ დამოკიდებული თუ რა იქნება მხოლოდ ციტრუსის ფასი, თუმცა ეს მაღალი უნდა იყოს. ყოველდღე უნდა იყოს არჩევანი, სად არის უფრო მაღალანაზღაურებადი, იმიტომ, რომ უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი მაღალანაზღაურებადი სამსახურები აჭარას აქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ლევანმა და მე ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის უკრაინაში და ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კიდევ უკეთესად. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2725
GBP3.7631
RUB4.6078
თბილისი 10°-25°
ქუთაისი 14°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia