www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
21:46 09.08.2016
პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა. პირველი არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, თუ რა ვითარებაში შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და მეორე, კონკრეტულად ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნის იურიდიულად გაუმართაობა.        

"რეფერენდუმი, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი, იძლევა საშუალებას, პოლიტიკოსებს გაგვაგონოს ხალხის ხმა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი. კანონში კი გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

"მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს," - განაცხადა მარგველაშვილმა.  

რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებას ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ამბობს, რომ "მასში წარმოდგენილი ფრმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას". 

პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო რეფერენდუმი ამ საკითხზე ვერ დაინიშნება და, "თუკი არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, შესაბამისი კანონი უნდა განიხილოს პარლამენტმა". 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia