www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:19 02.08.2016
პროფესიული სტაჟირება ესპანეთში
თამარ დუმბაძე სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გადის ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში საზღვაო ინდუსტრიულ კომპანიაში “GARCIA CAMARA SL”   კომერციულ საკითხებში ასისტენტის პოზიციაზე. თამარ დუმბაძე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.

თამარ დუმბაძე:  „ბაკალავრიატში სწავლის პირველივე წელს მუშაობა დავიწყე სტუდიაში აღმზრდელ მასწალებლად, შემდეგ სკოლაში და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო საქმიანობა, რისი კეთებაც მინდოდა. ბავშვებთან ერთად ვგეგმავდი სხვადასხვა აქტივობებს, კონფერენციებს, პროექტებს, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა ვიდრე ვაკეთებდი. 2014 წელს გავხდი „აისეკის“ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული. 

ამჟამად ვარ ამ პროექტების ვიცე პრეზიდენტი და ვეხმარები სხვებს გამოცდილების მიღებაში.  მიუხედავად ამისა, ვფიქრობ მჭირდება შესაძლებლობების გაფართოება,  მრავალკულტურულ გარემოში მუშაობა, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა, განმტკიცება. სწორედ ამ მიზნით მივიღე მონაწილეობა სამინისტროს უცხოეთის სტაჟირების ქვეპროგრამაში და ვფიქრობ უცხოეთში მიღებული გამოცდილება დამეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში, საშუალება მომეცემა თავი გამოვცადო ახალ სამუშაო გარემოში“.

სამინისტრო  აჭარის რეგიონიდან ყოველწლიურად აგზავნის 8 ახალგაზრდას ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებში პროფესიული სტაჟირების გასავლელად.

უცხოეთში სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.№4. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9626
EUR3.2657
GBP3.6745
RUB4.6163
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 14°-28°
ბათუმი 21°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia