www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:18 15.08.2016
"საქართველოს უბლოკო სტატუსი ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორც „ცენტრისტების“ ინიციატივა "
საქართველოს უბლოკო სტატუსი ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორც „ცენტრისტების“ ინიციატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

სწორედ ამიტომ, კორძაიას აზრით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „რეპსუბლიკური პარტიის“ ინიციატივა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე.

„ქართული ოცნების“ რეაქცია ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ იმ საფრთხეს, რაც უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას აქვს და რაც, ამ წუთას, ბედუკაძის კლიპში დაინახეს. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი სწორედ რომ კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კიდევ ერთი „რესპუბლიკელის“, ლევან ბერძენიშვილის აზრით კი, დავით უსუფაშვილის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ჩანაწერი ნინო ბურჯანაძეს და სხვებს რუსული პროპაგანდის საშუალებას აღარ მისცემს, რადგან ეს ანტიკონსტიტუციური იქნება.

„ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში წესების დაცვით შემოიტანა წინადადება უბლოკო სტატუსის შესახებ და ბიურო ვალდებული იქნება, განიხილოს და მსვლელობა მისცეს ამ წინადადებას. ამ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ სწორი იქნებოდა, ამ ყველაფერს უპასუხოს იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი განისაზღვროს კონსტიტუციით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ამ ინიციატივას ხისტად შეხვდნენ იდეის როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.

„განსაკუთრებით სასაცილო იყო მომხრეების წინააღმდეგობა, რომელთაც მოეჩვენათ, რომ ეს „რეპუბლიკელების“ წინასაარჩევნო ტრიუკია, რაც არ მესმის. არჩევნების შემდეგ არ დაგვჭირდება უსაფრთხოება?“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უსუფაშვილი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia