www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:59 17.08.2016
”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მერს "საჩუქრად" ნაგვის ყუთი მიუტანეს
”თავისუფალი დემოკრატების” გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საჩუქრად ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს. საშუალო ზომის ყუთი სასაჩუქრე ლენტით იყო გაფორმებული და ზედ დაყრილი ნაგვის ამსახველ სურათებთან ერთად დატანილი იყო წარწერა - ”გლდანელების საჩუქარი თბილისის მერს”.

საჩუქარი მერიაში არ ჩაიბარეს და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პრობლემის დაფიქსირების სხვა ფორმები არსებობს. თავად ეს ნაგავი კი აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაში უნდა მოათავსონ.

როგორც ჟურნალისტებს ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, ეს ნაგავი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გლდანის პატარა ტბის ტერიტორიაზე მოაგროვეს, რომელიც ნაგვის ბუდედ არის ქცეული.

”ეს ტერიტორია ძალიან არის დაბინძურებული და ნაგვის ბუდედ არის ქცეული. არაერთხელ მიმართა თბილისის მერს გლდანის მოსახლეობამ, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თუ არ მიდიან მაღალი თანამდებობის პირები ნაგავთან და ნაგავსაყრელთან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ნაგავი მივიდეს მათთან”, - განაცხადა გიგუაშვილმა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ”თავისუფალი დემოკრატები” მოვლენ ხელისუფლებაში, ეს სიტუაციაც შეიცვლება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 3°-12°
ქუთაისი 8°-17°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia