www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:02 17.08.2016
თურქული მედია - სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს
სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

როგორც გამოცემა Daily Sabah-ი წერს, საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა.

Daily Sabah-ი წერს, რომ სწორედ ოკსუზმა, გიულენის თანხმობის შემდეგ, თურქ გენერლებთან ერთად სამხედრო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა.

49 წლის ადილ ოკსუზი თურქეთის ქალაქ საკარიაში, თეოლოგიის ლექტორად მუშაობდა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საზღვარგარეთ გაიქცა. ოკსუზზე ამჟამად ძებნაა გამოცხადენული. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყველა ის პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ოკსუზს ქვეყნიდან გაქცევაში დახმარება გაუწია.

Daily Sabah-ის ცნობით, თურქული მედიასაშუალებების ნაწილი იტყობინება, რომ ადილ ოკსუზი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს. ჟურნალისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოში ასევე იმყოფება თურქეთში ცნობილი პროკურორი, ვინმე ზაქარია ოზი, რომელიც გიულენთნ კავშირშია ეჭვმიტანილი და სამშობლოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ძალოვანმა უწყებამ მისი დაკავების ორდერი გასცა.

Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც წერს, რომ ოკსუზი და ოზი ერთად ნახეს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქულ მხარეს ამ საკითხზე „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს“.

Daily Sabah-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ადილ ოკსუზზე სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia