www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:02 22.08.2016
”ისლამური სახელმწიფოს” ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალი თარხან ბათირაშვილის ანდერძს აქვეყნებს
                                          ”ისლამური სახელმწიფოს” ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალი ”დარ ალ ისლამ” თარხან ბათირაშვილის ანდერძს აქვეყნებს. ანდერძის თანახმად, თარხან ბათირაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა და იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებისდაგვარად განხორციელდება.

”ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია. პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მოჯაჰედს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.

მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.

მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარებს.

მეოთხე რეკომენდაცია: უარყავით ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, განიკითხებით ყველა იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.

მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს - ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა.

და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია”, - ნათქვამია ანდერძში.

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი მიმდინარე წლის ივლისში დაადასტურა. დაჯგუფების მედია სააგენტო AMAQI წერს, რომ თარხან ბათირაშვილი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც უმარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებაში მყოფმა საინფორმაციო საშუალებებმა უმარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8687
EUR3.2178
GBP3.558
RUB4.567
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 22°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia