www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:01 22.08.2016
შეხვედრა ადიგენის მოსახლეობასთან
ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, სწორედ ადიგენზე გაივლისჩრდილოეთ–სამხრეთის და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას დაადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს . გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი–გიორგი კოპაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლისგანმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფარსტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზიგაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.„დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლესსასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთსწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ,“–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახულიმიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია. „ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდაგავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდებისუკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელისიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენისმოსახლეობასთან შეხვდერისას.ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემმხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ისსიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა. „მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

(R)
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 14°-28°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia