www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:01 23.08.2016
თინა ხიდაშელი ხელისუფლებას სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე მოსახლეობის დეზინფორმირებაში ადანაშაულებს
“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა.

ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება.

”ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მიუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს.

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინა ხიდაშელის მიერ, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა.

ამასობაში, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. გავთავისუფლდეთ მონური შრომისგან”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ თინა ხიდაშელი ზესტაფონის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia