www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:21 23.08.2016
ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით

ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის  მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ელოდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურ განვითარებაში და ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ეხება ბორჯომს, სადაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალია.

„მინდა, აბსოლუტურად რეალისტურად გითხრათ - ყველაფერი, რაც კეთდება ბაკურიანში, არის ბორჯომელებისთვის. რეგულარულ ავტობუსებს დავნიშნავთ ყოველი ნახევარი საათის, ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მთლიანად, ბორჯომის ყველა სასტუმროს მიაბამს ბაკურიანზე და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევკრათ ერთიანი კომპლექსი. დაწყებული გვაქვს კოხტა-მიტარბის მშენებლობა-აღდგენის პროცესი. ეს იქნება უნიკალური ტურისტული კომპლექსი. წელს დავამთავრეთ დიდველის მიმდებარედ ზაფხულის სამთო ციგის ატრაქციონის დამონტაჟება; ფრანგულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ ბიატლონის ტრასის დამონტაჟება-პროექტირება, რომლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება; ბაკურიანში უნდა აღდგეს სატრამპლინო სკოლა. ამ ყველაფერს დაემატება ჰოკეის 1000-კაციანი მოედანი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე, დამატებით იქნება გასართობი, ახალგაზრდული ცენტრები, მათ შორის ბორჯომში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, აბასთუმნის კომპლექსთან ერთად, თვისობრივად სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ამ რეგიონის განვითარებას და ყველა თქვენგანის ოჯახი იგრძნობს ამას. რაც ყველაზე მთავარია, ამას ისე გავაკეთებთ, არც ერთ ბავშვს თქვენს ოჯახებში ცრემლი არ ჩამოუვარდება. ეს არის ყველაზე მთავარი. გაუმარჯოს, ერთიან, გაფერადებულ, აგუგუნებულ, დაქოქილ, ამუშავებულ საქართველოს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით. მათ შორის, ის გზააბნეული ადამიანებიც, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, საბოლოო ჯამში დარწმუნდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ერთადერთი, უალტერნატივო განვითარების გეგმის გარშემო“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომი და მთლიანად ბორჯომის რაიონი საქართველოს მარგალიტია და მთავრობას, ბორჯომის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის კონკრეტული გეგმები აქვს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს რეალობაა და მას აუცილებლად აღასრულებს მმართველი გუნდი, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის წინაშე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აქვს.

სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზე მაქსიმალური რესურსი დაიხარჯა.

პრემიერის განცხადებით, 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა; ასევე, უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას - ხორციელდება უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა მიზანია კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, რათა საქართველოს მოთხოვნილებები ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.

„დღეს სრულიად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა, ტელევიზიაში აღარ ისმის მთავრობის ქება-დიდება, პირიქით, ხშირად უსამართლოდაც ისმის კრიტიკა, მაგრამ ეს ნორმალურია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4801
GBP3.889
RUB4.4615
თბილისი 12°-24°
ქუთაისი 17°-26°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia