www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:11 23.08.2016
ბექა ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას, რადგან ვერ იტანს რუსეთს
ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბექაური ტერაქტის ორგანიზატორად მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს და ამბობს, რომ განხორციელებასაც მარტო გეგმავდა. რაც შეხება დაკავებულ სხვა პირებს, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მათი დაკავება ბექაურთან კავშირის გამო მოხდა. 

”ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება”, - განაცხადა ბექა ბექაურის ადვოკატმა.

რაც შეხება ბრალდებულის ცემის ფაქტს, რაზეც ბექაური გამომძიებლებმა დღეს დაკითხეს, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბექაური დაკავებისას ერთმა სპეცრაზმელმა სცემა.

”იძახის, რომ სცემა სპეცრაზმელმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი მივიდა საგურამოში მის დასაკავებლად. არავითარ ფიზიკურ ძალადობას აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა”, - განაცხადა მაია ჭრელაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტისთვის შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობის მიცემას და განცხადების დაწერასაც გეგმავს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia