www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:35 24.08.2016
"სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს"
”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.  

როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება.

”პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამ კომპანიას სათავეში სოსო ჯაჭვლიანი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა.

სახელმწიფო კომპანიების არსებობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები, რაც მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირების აუცილებლობას წარმოშობს. სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა.

სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების „დაჯილდოების“ ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ შექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე იქნეს მიღებული. სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი”, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9336
EUR3.2487
GBP3.5602
RUB4.4689
თბილისი 20°-35°
ქუთაისი 21°-32°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia