www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:51 26.08.2016
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდამ, რომელიც სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში 22 წლის ახალგაზრდა დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ის შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ბრალდებულის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც ის ხელის არეში დაიჭრა.

ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-20°
ქუთაისი 10°-15°
ბათუმი 12°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia