www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:13 30.08.2016
10 ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ათი შვილის დედ-მამა ვეფხვია და ნინო ღვალაძეები მოვიდნენ.

ვეფხვია და ნინო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. იქ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი, შექმნეს ოჯახი. ვეფხვია მღვდლობას აპირებდა და ეკლესიაში მსახურობდა. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და ქალაქში ნაქირავებ ბინაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი ბინის ქირაში და კომუნალურ გადასახადებში იხარჯებოდა, საკვების შესაძენად კი თანხა აღარ რჩებოდათ ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად.

ახლა ისინი ტანძიაში ცხოვრობენ, მართალია მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. ძველი შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი ეს ცალკე თემაა. სიძველისგან ფიცრები დალპა და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩაინგრეს..

საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ათ ბავშვს - ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!

ბავშვები განათლებულები, ზრდილობიანები, ჭკვიანები, ლამაზები და მზრუნველები არიან. მათ იციან, რომ ბეჯითი სწავლით და გულმოდგინე შრომით დააღწევენ თავს ამ მდგომარეობას. მათ არ აშინებთ სიძნელეები და ყველანაირად გვერდში უდგანან მშობლებს!

უფროსი ბიჭები იოანე, ზოსიმე და სიმონი მამას ეხმარებიან და ოცნებობენ საკუთარი მეურნეობა და ფერმა ჰქონდეთ, რომ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შეინახონ, არამედ სხვებსაც გაუწიონ დახმარება. მათ კარგად იციან რა არის შიმშილი, სიცივე და გაჭირვება.

ანას უნდა ჟურნალისტი გახდეს, მაგრამ ოჯახს არ გააჩნია საშუალება, რომ მის მომავალ განათლებაზე იზრუნოს. ტყუპებს მარიამს და ქრისტინეს ძალიან უყვართ კითხვა. მათ სკოლის ბიბლიოთეკის ყველა წიგნი გადაიკითხეს, ახალი წიგნების შესაძენად კი თანხა არ აქვთ. 10 წლის ბარბარე მასწავლებელი უნდა გამოვიდეს, 6 წლის ქეთევანი მოცეკვავეობაზე ფიქრობს. ყველაზე პატარებს - ნიკოლოზს და დავითს სათამაშოები ენატრებათ, ისეთები, სხვა ბავშვებს რომ აქვთ.

ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებს და საწოლებს...მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ოცნებობენ ფერმაზე. ძროხა და თხები რომ ჰყავდეთ და თავად შეძლონ საკუთარი ოჯახის გამოკვება. მათ ძალიან უნდათ მუშაობა, უბრალოდ ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ ღვალაძეების მრავალშვილიან ოჯახს ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდში! ოჯახის დასახმარებლად  თქვენი უმნიშვნელო შემოწირულობაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღვალაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/145/

არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის მიმართ, ვინ იცის, იქნებ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები მომავალში ცნობილი ადამიანები გახდნენ და საქართველო ასახელონ - ამაში კი ჩვენი დამსახურებაც იქნება! 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 22°-34°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia