www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:23 30.08.2016
ნადარაიების მრავალშვილიან ოჯახს არსებობისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული... ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახი.  7 შვილის დედ–მამამ, გიამ და ნატალიამ  დახმარების თხოვნით საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ მიმართა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საცხოვრებლად გამოდგება! ეს სახლი საშინელებათა ფილმის კადრს უფრო გავს და თითქოს აქ მცხოვრები ბავშვებიც ამ ფილმის გმირები არიან.

მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა. ახლობლებმაც, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც... თავიანთი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური შემწეობაც ოჯახის მეშვიდე წევრის დაბადებისთანავე შეუწყვიტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები შიმშილობენ და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები!

ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის ქეთევანია. თავისი უფროსი და–ძმისგან განსხვავებით, იგი ჯერ ვერ ხვდება რა საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება.

გია 2 წლისაა. მისი ერთადერთი სათამაშო ნაგავსაყრელზე ნაპოვნი დამტვრეული სამთვლიანი ველოსიპედია.

5 წლის გერასიმეს არასოდეს გაუსინჯავს ნაყინი. 8 წლის ბასილს არ აქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სკოლაში რომ იაროს... უფროსი ბავშვები მარი, დავითი და გიორგი მშობლებს ეხმარებიან.

მამა გია მუშაობს, მეზობლებს ეხმარება მძიმე სამუშაოების შესრულებაში. დღეში გამომუშავებული 5–10 ლარით პურს ყიდულობენ, ბავშვებმა შიმშილისგან რომ არ იტირონ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ ამ ოჯახის სულის შემძვრელი ისტორიის მიმართ. 7 ბავშვის ბედი ჩვენს ხელთაა! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.  თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნადარაიების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/148/

მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით. თუ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას, გააზიარეთ ეს ისტორია, რომ მან თავისი ადრესატი იპოვოს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia