www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:34 30.08.2016
4 წლის ბესო სორდიას სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება!

საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო დახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. მათი უმრავლესობა მარტოხელა, ყველასგან მივიწყებული მოხუცია, რომლებზეც ჩვენი ფონდის თნამშრომლების გარდა არავინ ზრუნავს. მაგრამ სამწუხაროდ ფონდის ბენეფიციარებს შორის პატარა ბავშვებიც არიან, რომლებსაც დაბადებიდან არ გაუმართლათ, რომლებმაც არ იციან რა არის იყო ჯანმრთელი, რომლებსაც ტკივილის გარდა არაფერი უგრძნიათ.

სორდიების ოჯახში ნანატრი შვილი ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მიკროცეფალია, გულის მანკი და ცერებრალური დამბლა აღმოუჩინეს. ასევე ბესოს მხედველობის პრობლემა აქვს. ოჯახი დაზაფრა ამ ამბავმა, პატარა უმწეო ჩვილის დატოვება აზრადაც არ ჰქონდათ. ბესოს მოვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. კვება, განსაკუთრებული მოვლა, ხშირი გულყრები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა... ბესო უმეტეს დროს რეანიმაციაში და საავადმყოფოებში ატარებდა...

სამწუხაროდ ბესოს დედამ ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვებს და სტრესს... მან დატოვა ბესო და სახლიდან წავიდა. პატარა ბესოს მოვლის მთელი სიმძიმე ახალგაზრდა მამას ბაჩანას და ბებია სილვას დააწვათ მხრებზე.

ბესოს მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას მუდმივად ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. მაგრამ სამყოფი თანხა ოჯახს არ აქვს. ბაჩანას სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან მის პატარა ბიჭს მუდმივი ყურადღება სჭირდება. ბესოს არ აქვს ღეჭვის და ყლაპვის რეფლქსი, ის ხშირად იგუდება, უძნელდება სუნთქვა და აქვს ხშირი გულყრები, ამიტომ მისი დატოვება წუთითაც კი არ შეიძლება.

სორდიების ოჯახი თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, ჭერიდან ჟონავს წყალი, იატაკის ფიცრები დამპალია, ავეჯი არ აქვთ, ამიტომ მამას ბესოს გვერდით იატაკზე სძინავს.

„არავის შევაწუხებდი ჩემი პრობლემებით, მაგრამ ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერთან ერთად ბესოს პნევმონია განუვითარდა, რეანიმაციაში წევს. ახლა მის სამკურნალოდ უფრო მეტი თანხა დამჭირდება...“

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას პატარა ბესოს დასახმარებლად. თითოეული შემოწირული ლარი შეიძლება ბესოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ პატარას, თანხა ჩარიცხეთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ბესო სორდია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/146/

გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ პატარა ბესოს ისტორია და დაეხმაროთ მას!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 5°-16°
ქუთაისი 8°-16°
ბათუმი 9°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia