www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:24 02.09.2016
თამარ ხიდაშელი კახა კუკავას - მე იმაზე მაქვს ეჭვი, თქვენ ფხიზელ მდგომარეობაში ხართ თუ არა
მე იმაზე მაქვს ეჭვი, თქვენ ფხიზელ მდგომარეობაში ხართ თუ არა და ნერვები რომ მოთოკოთ, კარგი იქნებოდა, - ასე მიმართა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა თამარ ხიდაშელმა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ კახა კუკავას ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”.

თამარ ხიდაშელის გაღიზიანება კახა კუკავას რეპლიკებმა გამოწვია. კახა კუკავა დაინტერესდა, მარტო ცესკო-ს თავმჯდომარის კრიტიკის უფლება ჰქონდა მინიჭებული თამარ ხიდაშელს პარტიაში და ”ქართული ოცნების” არა. ”თქვენ არ გაქვთ პარტიისგან ლიცენზია? მარტო ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას კრიტიკის უფლება მოგცეს პარტიაში” ? - მიმართა კითხვით კახა კუკავამ თამარ ხიდაშელს.

თამარ ხიდაშელმა განაცხადა, რომ კახა კუკავას კითხვები ”უზრდელურ და თავხედურ ტონალობაშია დასმული”.

კახა კუკავა დაინტერესდა, მისი რომელი კითხვა იყო თავხედური, რაზეც თამარ ხიდაშელმა მიმართა, რომ ყვირილს მორჩეს და ნერვები დაიმშვიდოს.

”თქვენს ხელმძღვანელობასთან, ”პატრიოტთა ალიანსში” შეთანხმებული გაქვთ თუ არა ის, რომ ”ქართული ოცნების” კრიტიკა ეწევით , იმიტომ რომ ”პატრიოტთა ალიანსი” ”ქართულ ოცნებასთან” არასდროს არ ყოფილა ოპოზიციურ და კრიტიკულ დამოკიდებულებაში. ერთადერთ კრიტიკა, რასაც ”პატრიოტთა ალიანსში” იწვევდა პარტია ”ქართული ოცნება”, იყო ის, რომ ისინი კოალიციაში იყვნენ ”რესპუბლიკურ პარტიასთან”, - განაცხადა ხიდაშელმა.

”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა გადაცემის მიმდინარეობისას კახა კუკავას ეთიკის და ზრდილობის დაცვისკენ კიდევ რამდენჯერმე მოუწოდა, რაზეც კუკავამ უპასუხა, რომ დებატები არის ორ ხმაში. ”დებატები უზრდელობა გგონიათ თქვენ? ბელორუსში არ ვცხოვრობთ”, - განაცხადა კუკავამ, რასაც მოჰყვა თამარ ხიდაშელის რეპლიკა: ”მე იმაზე მაქვს ეჭვი, თქვენ ფხიზელ მდგომარეობაში ხართ თუ არა და ნერვები რომ მოთოკოთ, კარგი იქნებოდა.

”ჯერ უზრდელი მეძახეთ და მთვრალიც, ალკოტესტი თუ გაქვთ ჯიბეში, თუ გინდათ შემამოწმეთ”, -მიმართა კუკავამ ხიდაშელს.   

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-12°
ქუთაისი 2°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia