www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:39 05.09.2016
"იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს" - ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

ქიბარ ხალვაში გუშინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

კომენტარი ხალვაშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ფაქტის დადასტურება შეაფასა. ხალვაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით წერს, რომ „ყოფილი ნაცი“ არ არსებობს. ის ოქრუაშვილსაც აფრთხილებს „უსახლკაროდ არ დარჩეს“.

„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. მაესტროს ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია,“ - წერს ქიბარ ხალვაში. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი