www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:46 05.09.2016
"ირაკლი ალასანიას განცხადებები ხშირად გიგა ბოკერიას განცხადებებთანაა თანხვედრაში"
”თავისუფალმა დემოკრატებმა” ბევრი სიცრუის ტირაჟირება მოახერხეს და ირაკლი ალასანიას განცხადებები, ხშირად თანხვედრაშია გიგა ბოკერიას განცხადებებთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში მოქმედ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ”თავისუფალი დემოკრატების” საქმიანობა შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი სახე აჩვენა და თან არც თუ ისე კარგად.

„ისინი იყვნენ კოალიციის წევრები. გავიხსენოთ როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ, ამბობდნენ, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა ”ქართულმა ოცნებამ”, რამდენიმე კვირის შემდგომ კი ლამის ბოდიშების მოხდა მოუწია, არ გვქონდა ეს მხედველობაშიო - აშკარად ვერ ჰქონდათ დალაგებული და გააზრებული ყველაფერი. მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს იმას, რომ ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები. მინდა გავიხსენო, რომ მისი მინისტრობის დროს, თავდაცვაზე უამრავი განცხადება იყო, იქ ხალხი იწამლებოდა, ტენდერები არ ჩატარდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი, რომ დალაგებული კიდევ არ ჰქონდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ალასანიამ გააკეთა უსაფუძვლო და ცრუ განცხადებები იმის შესახებ, რომ ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტი გატაცებული იყო, მოსამართლე თავშესაფარს ითხოვდა საზღვარგარეთ და ა.შ. ივანიშვილის თქმით, ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ბოკერია და ალასანია ამბობენ, თითქოს ”რუსთავი 2” არის ბოლო პლაცდარმი თავისუფალი მედიის და აქაც ძალიან ბევრი სიყალბე და სიცრუე მოდის.

რაც შეეხება ”თავისუფალი დემოკრატების” გუნდს, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გუნდმა უნდა შეძლოს და ნათესაობა გადალახოს.

”ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდია, გუნდი მიყვება ლიდერის დინებას. სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი ჩვენ უფრო დიდი და ძლიერი გვყავს ცხვირწინ და ვუყურებდით 9 წელი. მივანიშვნები გუნდსაც და ალასანიასაც და სხვა პოლიტიკოსებსაც. ასეთი პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ნათესაობისა და მეგობრობის დაძლევის მაგალითად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის საკითხი გაიხსენა.

”გავიხსენოთ კირვალიძე, ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო, არ ვიკადრე და არ დავიჭირე კირვალიძის მხარე. კირვალიძე იყო ჩემი ფავორიტი, მაგრამ პირველმა ვურჩიე გადამდგარიყო, როგორც კი გადაცდომის საკითხი დადგა, მიუხედავად იმისა, რომ არ დადასტურდა, ის ძალიან კულტურულად მოიქცა, ყველა მეუბნებოდა, არასამთავრობოებიც, ჰამერბერგიც, მაგრამ ვურჩიე გადამდგარიყო ანუ, თუ მოდიხარ სახელმწიფოს სამართავად, მთელი ქვეყანა უნდა იყოს შენი მეგობარი და არა მხოლოდ შენი გუნდი”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი