www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:38 06.09.2016
ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს
იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრლდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმა მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომელზეც სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, დედას, სიდედრს და ეს ყველაფერი მისი 9 წლის შვილის თვალწინ მოხდა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაკავების მიზნით სახლში პოლიცია მიდიოდა, ბინაში დაიმალა.

"ჯერ რაღაცა დაარტყეს კარს და შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა მე არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემოდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი. მერე ვითომ არაფერი, ერთ ათ წუთში იპოვეს იარაღი და დამიწყეს ლაპარაკი - ეს რითი დადიხარ, რა არის და ა.შ", - განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე უსაფუძვლოდ დააკავეს და ჩაუდეს 1885 წლის ნაგანი. ფეიქრიშვილი ასევე იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მისი მისამართით ისმოდა.

"ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო. მეუბნებოდნენ, სისტემას ეჯახები რახან არ მიდიხარო. როგორ წავსულიყავი ასე უფულოდ? არ გამაჩნია არავითარი სახსრები. ვაპირებდი წასვლას. ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, გერმანიის მოქალაქეა და მასთან ვაპირებდი წასვლას ლეგალურად. ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ მაცადეს. ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი. არც დაელოდნენ ერთი წლის გასვლას მაინც. ჩამიდეს ნაგანი, აკაესი და ბოლოს ალბათ ტანკსაც ჩამიდებენ სახლში", - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ აიძულა კარადის თავზე დამალვა, ბრალდებულმა განუმარტა, რომ შიშის გამო დაიმალა.

"მეშინოდა, რომ არ მოვეკალი. პირდაპირ კარზე ბრახუნი იყო. არც გამოხმაურება რომ პოლიციაა ან რაღაც. პირდაპირ შემოამტვრიეს კარი. წინა დაკავებისაც ასე მეგონა რომ მომკლავდნენ", - განაცხადა ფეიქრიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia