www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:19 07.09.2016
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც ესწრებოდა  მუნიციპალიტეტში  განხორციელებულ პროექტებზე და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

„მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ  პროექტებს, რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ  8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობას. 

მოსახლეობასთან  შეხვედრის  შემდეგ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფელ შემოქმედში ანდრო ვაშალომიძის და მალხაზ კუჭუხიძის ოჯახებს ესტუმრნენ.

ანდრო ვაშალომიძემ გურიაში ძველთაგან გავრცელებული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, ბადაგი, ხსილათუბანი, ჭუმუტა, კამური, საკმიელა, ათინაური და სხვა მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშები მოიძია, აღადგინა და საკოლექციო მეურნეობა გააშენა. 

მალხაზ კუჭუხიძის ოჯახში კი მათივე დამზადებული  მუსიკალური ინსტრუმენტები დაათვალიერეს. მალხაზ კუჭუხიძე, თავის ვაჟთან, გიორგისთან  ერთად პავლონიისა და თუთის ხეებს ჟღერადობას საჭრეთელით აძლევს. ფანდური, ჩონგური, ბანი-ფანდური, დოლი, სალამური - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთაც კუჭუხიძები საკუთარ სახელოსნოში ამზადებენ.

“თქვენ ინახავთ გურიის ლეგენდებს, გურულ ტრადიციულ ხმას და ვაზის ჯიშებს. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყავი“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

(R) 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7468
EUR3.0943
GBP3.4753
RUB4.27
თბილისი 18°-32°
ქუთაისი 19°-35°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia