www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:24 08.09.2016
თამარ ჩუგოშვილი: მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს რიგით მეოთხე ვიზიტია, რაც მისი თქმით, აღნიშნავს ნატოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

როგორც პარტიის სახელით თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი და გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი.

„განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე, რომლებიც გუშინ   მივიღეთ ნატოს გენერალური მდივნისგან და ასევე სხვა წევრებისგან, რომლებიც, დღეს საქართველოში იმყოფებიან. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი და თანაც, საქართველო, განსაკუთრებულად ეფექტურად  და სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ  დაუახლოვდეს ნატოს და გახდეს მომავალში ნატოს წევრი, ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად, განვავითაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ქვეყანა და შევიქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პარტიას მიაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და ხაზგასმა იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და არის ასევე იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ახორციელებს ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის თანმიმდევრული და რომელიც არის მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, შეიძლება ითქვას პრაგმატულიც. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ სწორედ აი ამ კუთხით  წარმართვას ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რაც აუცილებლად გახდება გარანტი ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარების, როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა.კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ ნატოს გენერალური მდივნის შეფასებებს და გამოვხატავთ სურვილს და მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენის მხრივ იმისთვის, რომ ნატოსთან კავშირი, ნატოსთან დაახლოება, ამ ურთიერთობების გაღრმავება სულ უფრო მეტად გაგრძელდეს”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

(R) 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8608
EUR3.2107
GBP3.5551
RUB4.5529
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 18°-30°
ბათუმი 20°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia