www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:38 12.09.2016
ცესკოს თავმჯდომარემ „მრეწველების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განკარგულება გამოსცა
საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია. 

”საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. საარჩევნო ბლოკმა ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო ბლოკის ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. 

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის ”გ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ: 

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” და მის წარმომადგენლებს ზურაბ ტყემალაძესა და ნათია ბედელაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო”, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებაში და აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ამავე დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 2°-15°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia