www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:14 12.09.2016
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის, ხერთვისის, ტოლოშისა და აწყვეტას მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება.

,,მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 მისივე თქმით, ,,ქართული-ოცნება“ დღეს არის ფავორიტი პოლიტიკური პარტია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

ამასთან, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარძიის მახლობლად , ვანის ქვაბებში მდებარე მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით,  წირვა-ლოცვას დაესწრო.

თავის მხრივ, ამომრჩეველთან შეხვედებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე.

ამჯერად იგი შევჩენკოს პირველი ჩიხის, შევჩენკოს მეორე ჩიხის,თამარაშვილის 41-41ა, თამარაშვილის 6-8 და თამარაშვილის 2-4 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.  

„საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა “,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ.

(R) 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia