www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:31 12.09.2016
"უკვე ვხუმრობთ, ერთ დღეს ვართ „ქართული ოცნების“ სატელიტები, მეორე დღეს - ”ნაციონალური მოძრაობის“
ჩვენ უკვე ვხუმრობთ, ერთ დღეს ვართ „ქართული ოცნების“ სატელიტები, მეორე დღეს - ”ნაციონალური მოძრაობის“ , - ამის შესახებ ბლოკის ”პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

„მუდმივად ასეა გარდამავალი დროშასავით არის. ამაზე იმიტომ არის საუბარი, რომ ჩვენ ვართ მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს ძლიერი წონა, ამიტომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ რაღაცმხრივ პრობლემები შეგვიქმნან. რაღაც ხომ უნდა თქვან. დღეს ნდობის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან. იყო გარკვეული პრობლემა პროფესიონალიზმის მხრივ, ვფიქრობ, რომ ამ ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა პროფესიონალიზმის კომპონენტი სრულფასოვნად შეავსეს და ეს საერთოდ აღარ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ჩვენ გვყავს მაგარი პროფესიონალები, ვისაც ქვეყნის განვითარება შეუძლიათ. ერთადერთი რაც დარჩენილია, რაღაცის დაბრალებაა, ზოგი გაბრალებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ხარ, ვიღაცა გაბრალებს, რომ „ქართული ოცნების” სატელიტი ხარ”, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისვე თქმით, ბლოკს ”პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” აქვს მყარი მხარდაჭერა. 

”მე ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები ჩატარებული, არამედ ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ყველას აქვს ჩატარებული შიდა კვლევები და ყველა ხედავს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მყარი მხარდაჭერა. მზარდია ჩვენი რეიტინგი და ამიტომაც ვართ თავდასხმის ობიექტი, ამიტომაც არის სულ საუბარი ჩვენს პოლიტიკურ ბლოკზე”, - განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ახლად შექმნილი ბლოკი საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობით შევა პარლამენტში.

”სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, დააფიქსირეთ ვისთან იქნებით კოალიციაში. ანუ გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ვართ პარლამენტში, ყველა კვლევით, ჩვენ პარლამენტში შევდივართ, მაგრამ არა მხოლოდ 6 კაცით, რაც ნიშნავს ბარიერის გადალახვას, არამედ შევდივართ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ხვალ და ზეგ ქვეყნის განვითარების განრიგის შექმნაში”, - განაცხადა ვაშაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.2816
EUR3.596
GBP4.0584
RUB4.2022
თბილისი 7°-18°
ქუთაისი 8°-18°
ბათუმი 9°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia