www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:25 13.09.2016
გიორგი რუხაძე პაატა ბურჭულაძის პარტიას ტოვებს - საგანგებო განცხადება
პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა. საგანგებო განცხადება "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გიორგი რუხაძემ გააკეთა. პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე რუხაძემ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და ის პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით. რუხაძის განცხადებით, პარტია ივანიშვილის ინტერესებს:

"ძალიან მიმძიმს იმის თქმა, რადასაც დღეს ვიტყვი. მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პარტიას, იმ მიზეზით, რომ ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ, ეს აღარ არის მოძრაობა რომელსაც ახალი თაობა მოყავდა პოლიტიკაში, ეს აღარ არის მოძრაობა, რომელიც ქართული ოცნების თუ ნაცმოძრაობის ალტერნატივა იქნებოდა, ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელის ლიდერიც არის პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით იმართება და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.მე გადაწყვეტულება სპონტანურად არ მიმიღია. ბოლო წუთამდე ვიბრძოდი ისთვის, რომ პარტია შემენაჩუნებინა. ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 ჯერ შევხვდი პაატა ბურჭულაძეს. მან ვერ დამისახელა 1 მიზეზიც კი თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი ამ მოძრაობაში. მეტიც, ვერ დამარწმუნა, რომ რომ ეს მოძრაობა კვლავაც ჩვენ გვეკუთვნის. პაატა ბურჭულაძე სამწუხაროდ იქ აღარაფერს წყვეტს. მას არც საპარლამენტო სიის ფორმირებაში მიუღია მონაწილეობა, ის უბრალოდ პროცესს გაერიდა და ვაშინგონიდან წარადგინა პავლე კუბლაშვილის შედგენილი საპარლამენტო სია. პაატა ბურჭულაძემ დათმო პარტია, დათმო გუნდი, დათმო ის იდეა რასაც ჩვენ ერთად ვემსახურებოდით. დღეს სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ბურჭულაძის მოძრაობამ შეწყვიტა არსებობა. 'მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის’ უბრალოდ აღარ არსებობს.

ჩემთვის ცხადია, რომ დღეს პაატა ბურჭულაძე არის უბრალო ფასადი, პოლიტიკური ბლოკისა, რომელიც ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქართული ოცნების დამატება გახდება. ამის დასტურია პოლიტიკური ბლოკის სია, სადაც 10 ეულში პაატა ბუჭულაძის გარდა მისი მოძრაობის მხოლოდ 2 სახეა. სია რომლის მე 8 ნომერი ბურჭულაძის მოძრაობის კვოტით გიორგი მელაძეა. ამის დასუტრია ის ფაქტი, რომ გაერთიანების შემდეგ შეწყდა მოძრაობაზე სუსის ზეწოლა. მწვავე ფინანსური კრიზის შემდეგ გაჩნდა თანხები რომლებიც მრავალ მილიონიანი დავალიანების გასტუმრებას მოხმარდა, რომელიც ჯერ სრულად არ გასტუმრებულა. წინასაარჩევნო ბიუჯეტი ათობით მილიონ ლარით გაიწერა. ჰკითხეთ ბურჭულაძეს ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ან ვისი ხელდასმით შეიძლება ჰქონდეს გირჩსა და ახალ საქართველოს ეს თანხები, როდესაც მათი რეიტინგი 1 პროცენტს არ აღემატება? პასუხი ნათელია.

გულწრფელად მენანება, რომ პაატა ბურჭულაძემ ვერ უერთგულა იმ იდეას რომელის გარშემოც გავერთიანდით, ვერ გაუძლო ფინანსურ ზეწოლას, ხელისუფლებიდან მომავალ პოლიტიკურ წნეხს, ვერ დაიცვა ვერც საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ვერც პარტიის და ვერც ამომრჩევლის ინტერესები. სამწუხაროდ ის გახდა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი.მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, თუმცა ვრჩები აქტიური საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში და ვარ იმ იდეების ერთგული რისთვისაც აქამდე ვირძოდით მე, ჩემი მეგობები და თანამოაზრეები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას მათ სისრულეში მოსაყვანად.

პაატა ბურჭულაძეს უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მას კვლავაც აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს კარგი საქმის კეთება. ამისათვის საჭიროა რომ მან ღირსეული ნაბიჯი გადადგას და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. იმედს ვიტოვებ, რომ მას ეყოფა გამბედაობა და სიბრძნე იმისთვის, რომ აღარ გააგრძელოს ქვეყნის შეცდომაში შეყვანა, გამოვიდეს და პირდაპირ ისაუბროს იმაზე თუ რა მოხდა, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე და როგორია მისი პოლიტიკური გეგმები. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე და ის გაიგებს სიმართლეს. " განაცხადა გიორგი რუხაძემ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში სტუმრობისას.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia