www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:30 13.09.2016
დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით ბატონებო
მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს „თითი თითზე არ დაუდია“.

უსუფაშვილის თქმით, გუშინ კვლავ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

”მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ვავნოთ კიდეც და ქვეყნისთვის ვნების ყველაზე მოკლე გზაა, როცა ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მუშაობას, მისი მუშაობის პროცესში ჩემი რა „რესბუპლიკელების“ წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითი თითზე არ დაგვიდია და თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია, უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა მივმართო ოპონენტებს, ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ვიკამათოთ და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით ბატონებო”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი უკვე ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა და თითი თითზე არ დაუდია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia