www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:12 14.09.2016
„ ქართული ოცნების“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

„ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა მოსახლეობას პარტიის წინაარჩევნო პროგრამა გააცნო.

 „ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოთხი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება 24 მილიონიდან 84, 7 მილიონამდე გაიზარდა.

 ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკას, უახლოვეს მომავალში გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

 აქტიურად გაგრძელდება კერძო მესაკუთრეთაგან იმ ფართების გამოსყიდვა , რომელიც დევნილ მოსახლებას აქვს დაკავებული“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება.

 გარდა ამისა, ხელისუფლება, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოოპერატივების ამუშავებას, მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.

 „ მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დევნილების წინაშე. ამიტომ არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, რესურს, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოგვარდეს. თქვენ უნდა იცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში , ამისათვის კი თქვენი თანადგომაა საჭირო“, - განაცხადა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

(R)

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia