www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:12 14.09.2016
თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვარკეთილის ფილიალში შეხვედრა მოეწყო

2016 წლის 14 სექტემბერს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვარკეთილის ფილიალში მოეწყო შეხვედრა პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” აქტივობებთან დაკავშირებით. პროექტი დაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის „დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა 2016“ მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation), რომლის პარტნიორებიც არიან თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია.

პროექტი მიზნად ისახავს ვარკეთილის რაიონში საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობას საზოგადოებრივი ონლაინ კონსულტაციების (რუკის გამოყენებით, მობილურის საშუალებით შეტყობინების გაგზავნით) საშუალებით. ამ მიზნით შეიქმნა ვებპორტალი: www.lamazikalaki.org, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება პრობლემურ ადგილზე შეტყობინების განთავსება და ფოტოს ატვირთვა, რის შემდეგაც მოხდება ონლაინ ხმის მიცემით შერჩეული პრობლემური ადგილის დაგეგმვა (სოციოლოგებისა და არქიტექტორების მონაწილეობით) და არქიტექტურული სემინარების ჩატარება ქართველი, პოლონელი და გერმანელი არქიტექტორების მონაწილეობით.  

პროექტში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს და საზოგადოებას, რათა შეიქმნას მათი უბანი და მოხდეს მათი ჩართვა საზოგადოებრივ კონსულტაციებში ინოვაციური ონლაინ უნარების გამოყენებით, გამოვლინდეს საზოგადოებრივი  სივრცის კუთხით მათი საჭიროებები. პროექტი ფოკუსირებულია საზოგადოებრივი სივრცისადმი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესებსა და მოთხოვნებზე. პროექტის დამატებითი უპირატესობაა ქალაქის გარეუბნების მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ხასიათი, რაც დისკუსიას საზოგადოებრივი სივრცის, უნივერსალური კონცეფციის, კომუნიკაციის ბარიერების შესახებ მრავალფეროვანს ხდის. ამასთან, დაგეგმილი აქტივობები დაეხმარება განსხვავებულ ჯგუფებში საერთო ინტერესის აღმოჩენას და მრავალმხრივი კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების საშუალებების დანერგვას.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2725
GBP3.7631
RUB4.6078
თბილისი 10°-25°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia