www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:19 15.09.2016
„ცეზარ ჩოჩელს ვირჩევ იმიტომ რომ ასე სჭირდება ჩემ სოფელს და ჩემ ხალხს“

მუხრანი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2002 წლის აღწერის მიხედვით აქ 6239 ადამიანი ცხოვრობს. მუხრანელების დიდი ნაწილი თვლის რომ სოფელმაც, ქალაქმაც და ქვეყანამაც ბოლო წლებში უკან დაიხია...

„არაფერი არ კეთდება. რაც გაკეთებული იყო, ისიც ფუჭდება“, - ამბობენ მუხრანში და 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებიან.

მუხრანელების აზრით, მართალია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბევრია, მაგრამ რეალურად, საქმის გამკეთებელი მათგან მხოლოდ ერთია.

„აი შეხედეთ ხალხს, გამოკითხეთ, გაესაუბრეთ. ყველა მათგანი დათრგუნული და უიმედოა. არც ხუნდაძეა ჩვენთვის და არც ადგილობრივი ხელისუფლება“, - გულისტკივილით გვიყვება სოფლის განაპირას მცხოვრები ქალბატონი.

„აქ ვცხოვრობთ, მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა. ეს ხუნდაძე კი გამოდის და სხვას სწამებს ცილს. იმაზე კი არ გვესაუბრება თავად რას გააკეთებს, დგას და სხვებს ლანძღავს.

კარგი პასუხი გასცეს მაგას როცა აქ იყო ჩამოსული...“, - ასე თვლის მუხრანიდან თბილისისკენ მომავალი მგზავრი და ამატებს:

„მაგ ხუნდაძეს ცეზარ ჩოჩელი ასი თავით ჯობია. მასსავით სხვებს კი არ მიჩერებია ხელებში. თავად ქმნის დოვლათს, თავად აკეთებს საქმეს და ხალხს ეხმარება.

მე, მაგალითად, რაც არ უნდა მოუგონონ და დააბრალონ, აზრს ვერ შემაცვლევინებენ. არჩევანი ჩვენ ხელშია და იქ, როცა საარჩევნო ყუთთან მივალ, ხუნდაძე ვერ გამიკონტროლებს ვის მივცემ ხმას.

არც ვმალავ - ცეზარ ჩოჩელს ვირჩევ იმიტომ რომ ასე სჭირდება ჩემ სოფელს და ჩემ ხალხს“, - ამბობს ყოფილი პედაგოგი და ამატებს: „საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა, ქართული ოცნება თუ სხვა პარტია. მე მაინტერესებს ადამიანი, ვინც ამ მხარეს დაეხმარება. აი, ასეთია ბატონი ცეზარ ჩოჩელი“.

„პირადად მე ვიცი უამრავი ადამიანი, ვისაც ის დაეხმარა. ზოგს ოპერაცია დაუფინანსა, ზოგს სწავლის ფული გადაუხადა, ახალგაზრდებს დაუდგა გვერდით.

ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქვს დაფინანსებული ბევრჯერ. ხალხო, არც არაფერია საფიქრალი.

კი ბატონო, მეც მისი ამომრჩეველი ვარ, ისევე როგორც ჩემი დიდი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი“, - გვითხრა მუხრანელმა პენსიონერმა, რომელიც ამაყობს რომ „დიდი ოჯახი აქვს“.

რაც შეეხება თავად მუხრანს, ის ერთ-ერთი ძველი სოფელია.მე-18 საუკუნის 70-იან წლებამდე მას შიოსუბანი ერქვა.

სოფელში დგას მუხრანბატონის 1733 წელს აგებული ციხე-გალავანი, რომლის ნანგრევებზე 1756 წელს სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია ახალი ციხე.

ციხის ციტადელს ორი მხრიდან დიდი ეზოები ჰქონდა. ერთი მხარე ფეოდალის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორე - მოსახლეობის შესახიზნად.

ციტადელის კუთხეებში იყო ცილინდრული სამ და ოთხსართულიანი კოშკები, რომლებსაც სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები ჰქონდა დატანილი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9613
EUR3.2687
GBP3.7943
RUB4.6386
თბილისი 5°-18°
ქუთაისი 7°-25°
ბათუმი 13°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia