www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:23 15.09.2016
გორის მერია ირაკლი ოქრუაშვილს საარჩევნო პლაკატებისთვის განკუთვნილი ადგილების მთლიანად ათვისებაში ადანაშაულებს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი წერილობით გააფრთხილა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ფართობის დიდ ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილმა ფაქტობრივად სრულად აითვისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გორის მერიაში ბრიფინგი გამართა გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ.

„გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დარღვეულია შესაბამისი დადგენილების მოთხოვნები. შესაბამისად, გთხოვთ გამოყოფილ ადგილებზე საარჩევნო პლაკატები 16 სექტემბრამდე განათავსოთ იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა“, - ამგვარ გაფრთხილებას აძლევს ქალაქის მერია ირაკლი ოქრუაშვილს და პარალელურად აცნობებს, რომ თუ ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და გამოკრულ სააგიტაციო მასალას არ შეცვლის, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი დადგენილი წესით.

მერიის ამ მოთხოვნის შესასრულებლად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს მხოლოდ ერთი დღე აქვს. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი ლერი ლაფაჩი აცხადებს, რომ მერიის ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ, იქიდან გამომდინარე, რომ სააგიტაციო მასალისთვის გამოყოფილი ადგილები სრულად არ აუთვისებიათ და გარკვეული ადგილი პლაკატების გასაკრავად სხვა სუბუექტებსაც დარჩათ.

„როგორც ჩანს, მათ კანდიდატებს დიდი თავები აქვთ და არ ყოფნით ადგილი სააგიტაციო მასალის გასაკრავად. ამიტომ, სხვა დროს ვიფიქრებთ და მეტ ადგილს დავუტოვებთ“, - განაცხადა ოქრუაშვილის თანაგუნდელმა ლერი ლაფაჩმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი 3°-9°
ქუთაისი 4°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia