www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:59 20.09.2016
„მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი, მეტი სიკეთე ხალხს, სოფელს, ქალაქს“ - ხალხმრავალი შეხვედრები წილკანსა და მუხრანში

„ჩვენ სოფელს უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი. აქ მცხოვრებთა უდიდესი ნაწილის რჩეული ბატონი ცეზარ ჩოჩელია, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვისა და პირობის შესრულება.

ვერავითარი მუქარა და „რჩევა“ ვერ შეგვაცვლევინებს აზრს. მე და ჩემი ოჯახის კიდევ 6 წევრი 8 ოქტომბერს ხმას ჩოჩელს და მის საარჩევნო პროგრამას ვაძლევთ - მეტი დასაქმებული, ნაკლები - სოციალურად დაუცველი“, - ამბობს სოფელ წილკანში მცხოვრები პედაგოგი ქალბატონი, რომელიც გვიყვება რომ „სხვებს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“.

წილკანი დიდი და ისტორიული სოფელია. რამდენიმე დღის წინ მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ცეზარ ჩოცელმა იქ წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაატარა.

ალბათ სწორედ ეს შეხვედრა იყო პედაგოგი ქალბატონის სიტყვების ყველაზე ნათელი დადასტურება. დამოუკიდებელ კანდიდატს სოფელში მცხოვრებთა დიდი ნაწილი უსმენდა.  

დასაქმება, გზების, წყლის, გაზიფიცირების, სარწყავი არხების მოწესრიგება, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განახლება, ქალაქსა და სოფლებში არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა, ახალი საწარმოების, ქარხნების აშენება - ესაა ის არასრული ჩამონათვალი ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო პროგრამიდან, რომელსაც ზურგს კონკრეტული გეგმა და სათანადო გამოცდილება უმაგრებს.

„მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი, მეტი სიკეთე ხალხს, სოფელს, ქალაქს...“, - ასეთია მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი არსი...

„როცა წილკანში შეხვედრა ჰქონდა, სოფელმა მაშინვე დაუდასტურა მხარდაჭერა. სხვებს თავს აღარ მოვატყუებინებთ. ახლა საქმის კეთების დროა“, - ამბობს 75 წლის პენსიონერი, რომელიც არჩევნებზე მისვლას შვილიშვილთან ერთად აპირებს.

წილკანის მსგავსად, თბილი, საქმიანი და ხალხმრავალი გამოდგა შეხვედრები სოფელ მუხრანშიც. ამ ისტორიულ სოფელში ცეზარ ჩოჩელს საათობით უსმენდნენ, შეკითხვებს უსვამდნენ და მასთან ფოტოებს იღებდნენ.

შეხვედრების დროს აშკარად იგრძნობოდა რომ მუხრანის რამდენიმე ადგილას შეკრებილ სხვადასხვა ასაკის ასობით მცხოვრებს კიდევ ერთი საერთო ჰქონდათ - მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა.

„თუ არჩევნების ბედს ხალხი წყვეტს შვილო, მაშინ ხალხის მხარდაჭერა და ძალა ბატონ ცეზარ ჩოჩელს აქვს.

ის ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს, ომამდეც, ომის დროსაც, ომის შემდეგაც.

მე მას ბრმად არ ვუჭერ მხარს...  სიტუაცია რომ გამოსწორდეს, ხალხი რომ დასაქმდეს, გლეხის მუშაობას რომ აზრი მიეცეს, აი, ამიტომ ვენდობი“, - ასე ფიქრობს მუხრანელი პაპა და ვარაუდობს რომ მისი ფავორიტი კანდიდატი სხვებს პირველივე ტურში დასცემს ბეჭებზე.

„ერთი თუ სადმე შეხვდებით ჰკითხეთ აი იმ ხუნდაძეს, რატომ იყო დაკარგული ეს 4 წელიწადი?

სად იყო აქამდე. რატომ არ გააკეთა იმის მესამედი მაინც, რასაც შეგვპირდა? მაგრამ სად ნახავთ.... ხალხის მაგას აღარ ხვდება... ხალხი მაგას აღარ ენდობა. ხალხი სხვაგვარად ფიქრობს“, - ამატებს მოხუცი.

წილკანსა და მუხრანში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ძირითადად დასაქმებისა და სიღარიბის პრობლემებია. ხალხი გაჭირვებასა და სიღარიბეს ებრძვის და იმედი აქვს რომ რაიონში, ძირითადი პრობლემების მოგვარება ცეზარ ჩოჩელის არჩევისთანავე დაიწყება.

„იცით რატომ მინდა დეპუტატობა? ყველას რომ დავანახო თუ როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი... როგორ უნდა იდგეს ხალხისა, და ამომრჩევლის გვერდით“, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia